უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევსა და ბათუმს შორის დღეში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ავიაქსელი ავრცელებს.

“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმი-კიევი-ბათუმის რეისები შესრულდება დღეში ორჯერ.

განრიგი:

ბათუმი-კიევი 14:55 16:25 ყოველდღიურად

ბათუმი-კიევი 19:25 20:55 ყოველდღე 17 ივნისიდან

კიევი-ბათუმი 10:40 14:05 ყოველდღიურად

კიევი-ბათუმი 15:00 18:25 ყოველდღე 17 ივნისიდან

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. SkyUp Airlines ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოსა და უკრაინას შორის”, აღნიშნულია “ავიაქსელის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.