უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უკრაინის რეგიონებიდან საქართველოს მიმართულებით სიხშირეების შემცირებას განიხილავს. თავად ავიაკომპანიაში ამ დროისათვის აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა AviaNews-თვის ცნობილი ხდება, რომ კომპანია სიხშირეების შემცირების საკითხზე უკვე მსჯელობს, რაც თავის მხრივ გარკვეული რეისების ნაკლები დატვირთულობიდან გამომდინარეობს. ამ ფონზე კი ბევრი სიხშირე ავიაკომპანიისთვის რენტაბელური არ არის. 

როგორც ირკვევა, უკრაინელი ტურისტებისათვის, რომელთაც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოსვლა სურთ, ქვეყანაში არსებული რეგულაცია, რომელიც უცხოელ ტურისტს ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტს ავალდებულებს, ხარჯებს საკმაოდ უზრდის. ამ ფონზე კი მათთვის მისაღები სხვა მიმართულებები ხდება, სადაც მესამე დღეს PCR ტესტის მოთხოვნა არ არსებობს. 

დღეისათვის SkyUp Airlines-ი უკრაინის სხადასხვა ქალაქებიდან (კიევი, ლვოვი, ოდესა, ხარკოვი, ზაპოროჟიე) თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს ფრენებს.