უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე იანვარში 6 ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

რეისები 4-9-16-23-27-30 იანვარს განხორციელდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება. როგორც საქართველოში Skyup Airlines-ის გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელი” განმარტავს, კიევის გარდა შესაძლებელია ასევე იმ მიმართულებებზე ტრანზიტული ბილეთების შეძენა, სადაც Skyup Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში ან იმ ქვეყანაში შესვლის პირობებს უნდა გაეცნონ, სადაც სურთ გამგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Skyup Airlines-მა კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე აგვისტოში 3 ჩარტერული რეისი განახორციელა, სექტემბერში – 4 რეისი, ოქტომბერში – 2 რეისი, ნოემბერში – 4 რეისი, ხოლო დეკემბერში განრიგით ავიაკომპანიას 5 რეისი აქვს დამტკიცებული.