უკრაინული ავიაკომპანია Skyup Airlines-ი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე სექტემბერში 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. რეისები 9-15-23-30 სექტემბერს განხორციელდება და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-კიევის მიმართულებაზე მოემსახურება.

უფრო კონკრეტულად კი ფრენები დაგეგმილია: 

• 9 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45);

• 15 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45);

• 23 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45);


• 30 სექტემბერი, ავიაკომპანია Skyup Airlines, თბილისი – კიევი (გაფრენა – 08:45 ჩაფრენა – 10:45).

ბილეთები ავიაკომპანიის საიტზე ამ დროისათვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა კომპანია მათ რეალიზაციას მალე შეუდგება. 

SkyUp Airlines-ის ბილეთების დაჯავშნა, შეძენა და ზოგადად დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან, კომპანია “ავიაქსელში”. (+995 32 2 999 888 mail: info@avianet.ge).

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს და უკრაინაში შესვლის პირობებს.