საქართველოს ავიაბაზარზე 12%-იანი წილის მფლობელია უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც 2021 წლის იანვარ-ივნისიში 64125 მგზავრს მოემსახურა.
ავიაკომპანიამ მოახერხა და ერთის წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 7%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 10%-ით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, SkyUp Airlines-ი 2020 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისში კი მხოლოდ 2%-ს.
2021 წლის 6 თვეში SkyUp Airlines-ი 64125 მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის 6 თვეში – 34764 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 41606 მგზავრს. შესაბამისად SkyUp Airlines-მა საქართველოს აეროპორტებში მიმდინარე წელს 85%-ით მეტი მგზავრი გადაიყვანა ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში და 54%-ით მეტ მგზავრს ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. უნდა ითქვას, რომ SkyUp Airlines-მა მოახერხა და საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე არსებული მგზავრთნაკადის ზრდა მოახერხა.
SkyUp Airlines-მა ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ერთ-ერთ პირველ მიმართულებად სწორედ, რომ საქართველო აირჩია.