უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე მორიგ სპეცრეისს განახორციელებს. როგორც AviaNews-ს SkyUp Airlines-ის საქართველოს წარმომადგენლობაში, კომპანია “ავიაქსელში” განუცხადეს, რეისი 16 ივლისს განხორციელდება და SkyUp Airlines-ი საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ტრანსპორტირებას მოახდენს. კიევი-თბილისის მიმართულებაზე კი კომპანია მგზავრების ტრანსპორტირებას არ განახორციელებს. ავიაბილეთის ფასი კი 226 დოლარია.
შეგახსენებთ, რომ SkyUp Airlines-მა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო რეგულარული ფრენების შეზღუდვის შემდეგ 2 სპეცრეისი განახორციელა და უკრაინისა და საქარველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.

SkyUp Airlines-ის სპეცრეისის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანია “ავიაქსელს”:
?mail: info@avianet.ge
?www.avianet.ge