უკრაინული „ლოუკოსტერი“ SkyUp Airlines-ი ოდესადან ქუთაისის მიმართულებით იწყებს ფრენებს.

ავიაკომპანია ოდესა-ქუთაისი-ოდესას მარშრუტზე ოპერირებას 4 ივნისიდან შეუდგება და კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს იფრენს.

SkyUp Airlines-მა ოდესა-ქუთაისის ავიარეისებზე ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და ერთი გზის ღირებულება (ბარგის გარეშე) 174 ლარიდანაა.

შეგახსენებთ, რომ SkyUp-მა ექსპლუატანტის სერტიფიკატი 2018 წლის მაისში მიიღო და ოპერირებასაც უმალვე შეუდგა. იმ დროისათვის SkyUp-ის ავიაფლოტი 2 თვითმფრინავს აერთიანებდა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. დღემდე SkyUp Airlines-ი უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ორი ქალაქის, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.