მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიების TOP-10 ცნობილია. რეიტინგი Aviation Week-მა მესამე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით მოამზადა და მის სათავეში ჩინური ავიაკომპანია China Express Airlines-ი დგას. მეორე ადგილზეა მალტის ავიაკომპანია Air Malta, ხოლო მესამე პოზიციას ისევ ჩინური ავიაკომპანია Spring Airlines-ი იკავებს. 

TOP-10-შია ასევე უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე ნაწილობრივ დახურული რეგულარული ფრენების პირობებშიც კი ოპერირებს. ავიაკომპანია მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიებს შორის მეექვსე პოზიციაზეა. ირკვევა, რომ 2020 წლის მესამე კვარტალში SkyUp Airlines-ის დატვირთულობამ 1 მლნ 11 ათას 339 მგზავრი შეადგინა, 2019 წლის მესამე კვარტალში კი 326 ათას 233 მგზავრი, შესაბამისად ზრდამ 210%-ი შეადგინა. 

ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიების რეიტინგში ორი რუსული ავიაკომპანიაც მოხვდა.