უკრაინული “ლოუქოსტერი” SkyUp Airlines-ი საერთაშორისო რეისებზე ავიაბილეთებს 18 დოლარიდან (ერთი გზა) ყიდის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, აქცია შეეხება 10 საერთაშორისო მიმართულებას, რომელთა შორის საქართველოცაა. საქართველოს გარდა ავიაკომპანია ბილეთებს დაბალი ტარიფით გაყიდის ასევე ესპანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის, ჩეხეთის და თურქეთის მიმართულებით.
დაბალი ფასებით ბილეთის შეძენა შესაძლებელია 16,17 და 18 დეკემბერს, ხოლო მოგზაურობა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე უნდა დაიგეგმოს.
როგორც SkyUp Airlines-ში აცხადებენ კიევი-თბილისის მიმართულებაზე ბილეთის ფასი 20 დოლარიდანაა, ხოლო თბილისი-კიევის მიმართულებაზე 33 დოლარიდან. ასევე კიევი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი 20% დოლარიდანაა, ხოლო ბათუმი-კიევის მიმართულებაზე კი 19 დოლარიდან.
ცნობისათვის, SkyUp Airlines-ის სატარიფო პოლიტიკა 3 სახის ავიაბილეთს აერთიანებს. აქედან ყველაზე დაბალი ფასის ბილეთი მხოლოდ ხელბარგზეა გათვლილი.