SkyUp Airlines-ი კიევი-თბილის მიმართულებაზე სპეციალურ აქციას აცხადებს და მგზავრებს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისკენ მოუწოდებს.

„მზიანი, გულწრფელი, ძლიერი.

აპრილი თბილისი ისეთივე ლამაზია, როგორც პირველი სიყვარული“, აღნიშნულია ავიაკომპანიის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

სპეციალური შეთავაზება 31 მარტიდან 20 აპრილამდე გრძელდება და ავიაბილეთის ღირებულება 1450 გრინვადანაა (ერთი გზა). აღნიშნული ფასი წარმოადგენს ავიაკომპანიის  საბაზისო ავიაბილეთის ღირებულებას, რომელიც მხოლოდ 7 კგ ხელბარგს ითვალისწინებს.

„შეგახსენებთ, რომ ქართულ ღვინოს ბევრი ფანი ყავს, ხოლო ავიაბილეთების რაოდენობა შეზღუდულია“, აცხადებენ SkyUp Airlines-ში.