უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airline-ი 29 ოქტომბრიდან ხარკოვიდან ქუთაისის ნაცვლად თბილისის მიმართულებით განახორციელებს ავიარეისებს.

ავიაკომპანია ხაკოვი-ქუთაისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე ბოლო რეისს 25 ოქტომბერს შეასრულებს. დღეისათვის SkyUp Airline-ი ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, დაფრინავს. კომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ასევე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს. 

საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ავიაბილეთის ფასი 1764 გრივნადანაა(65 ევრო)  (ერთი გზა), ხოლო ორ მხრივი ავიაბილეთის ფასი 3674 გრივნადანაა (136 ევრო). აღნიშნული ტარიფი არის Basic სატარიფო გეგმის ფასი და მხოლოდ ხელბარგს მოიცავს.

ამ დროისათვის SkyUp Airline-ი ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან საქართველოს მიმართულებით ასრულებს ფრენებს.

შეგახსენებთ, რომ SkyUp Airline-მა ხარკოვი-ქუთაისი-ხარკოვის მიმართულებაზე ავიარეისების განხორციელება 2 ივნისიდან დაიწყო.