ანალიტიკურმა სააგენტომ Skytrax-მა 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ ათეული აზიურმა და ევროპულმა კომპანიებმა დაიკავეს, ხოლო ბაზრის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Ryanair და airBaltic, ათეულს მიღმა
აღმოჩნდნენ.
რეიტინგის მიხედვით, 2025 წლის ტოპ 10 საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა:
1. AirAsia
2. Scoot
3. IndiGo
4. Eurowings
5. Vueling Airlines
6. Volotea
7. Transavia France
8. Iberia Express
9. Flynas
10. EasyJet
აღსანიშნავია, რომ Ryanair-მა მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო ლატვიურმა კომპანია
airBaltic-მა – მე-16.

საუკეთესო ავიაკომპანიები რეგიონების მიხედვით

Skytrax-მა ასევე გამოაქვეყნა საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სია
რეგიონების მიხედვით:
აფრიკა: FlySafair
აზია: AirAsia
ევროპა: Eurowings
ჩინეთი: West Air
ახლო აღმოსავლეთი: Flynas
ინდოეთი და სამხრეთ აზია: IndiGo
ცენტრალური აზია და დსთ: FlyArystan
ჩრდილოეთ ამერიკა: Allegiant Air
სამხრეთ ამერიკა: JetSMART Airlines
რეიტინგის შედგენისას, Skytrax-ი სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებდა, მათ
შორის კომფორტს, ფასებს, პუნქტუალურობასა და მგზავრების გამოხმაურებებს.