ბერძნული ავიაკომპანია Sky Express-ი, რომელიც ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე 6 ნოემბრიდან იწყებს ოპერირებას ავიაბილეთებზე 50%-მდე ფასდაკლების აქციას აცხადებს.

„-50%-მდე* ათენამდე და მის ფარგლებს გარეთ

ჯავშანი 12.9-მდე და ფრენა 9.11-დან 14.3.2025-მდე.

მხოლოდ პირდაპირ ფრენებზე მოქმედებს.

*ვრცელდება პირობები და შეზღუდვები“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ავიაკომპანიის ვებ-გვერდს:

Sky Express-ი ათენიდან თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.

Sky Express – ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.