ავიაკომპანია Sky Express-ი ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ,
ბერძნული ავიაკომპანია Sky Express -ი 6 ნოემბრიდან ათენი -თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Airbus 320 Neo ტიპის ბორტით იფრენს.
Sky Express – ი 2005 წლიდან 23 საჰაერო ხომალდით მსოფლიოს 21 საერთაშორისო მიმართულებით ოპერირებს.