სირიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნისა და დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის განახლების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, 8 აპრილიდან სირიამ ყველა საჰაერო დერეფანი აამუშავა და საჰაერო მიმოსვლა სრულად აღადგინა. უწყების განცხადებით, დედაქალაქის აეროპორტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რაც როგორც რეგულარული რეისების მიღებას, ისე გაფრენებს გულისხმობს.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციის პროცესს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არსებული დაძაბულობის გამო, სირიის საჰაერო სივრცე შეზღუდული იყო, რაც გავლენას ახდენდა როგორც საერთაშორისო ტრანზიტზე, ისე ადგილობრივ ავიაციაზე. უსაფრთხოების ნორმების აღდგენის შემდეგ, ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრენები დადგენილი წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად განახლებულიყო.












