გაატარეთ სიყვარული დღე თურქეთში და დატკბით თურქეთის ტურისტული პოტენციალით, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ტურისტული სერვისები უმაღლეს დონეზეა და სადაც ჩასული ნებისმერი ტურისტი ქვეყნისადმი გულგრილი ვერ რჩება.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში სამოგზაუროდ ეპატიჟება და სასიამოვნო დასვენებასაც პირდება.

სამინისტროს მხრიდან კი განსაკუთრებული აქცენტი 14 თებერვალზე, ანუ სიყვარულის დღეზე კეთდება.

„თურქეთში გთავაზობთ დაუვიწყარ სამოგზაურო, საერთაშორისო თავგადასავლებს. კულტურული განვითარების ცენტრი სტამბოლი, ბუნებისა და ისტორიის ულამაზესი ნაზავით გამორჩეული კაბადოკია, აღმოსავლეთი ანატოლიის მარგალიტები ყარსი და სელჩუქი, იზმირის ცნობილი ტურისტული სოფელი შირინჯე, წყვილებისთვის ამ შესანიშნავი დღის გატარების საუკეთესო ალტერნატივებია“, – განმარტავენ სამინისტროში.

სტამბოლი: კოსმოპოლიტური ქალაქის რომანტიკული ხედები. სტამბული ნამდვილად მსოფლიო მასშტაბით, დაუვიწყარი სიყვარულის დღის გატარებისთვის შესანიშნავი ქალაქია. სტამბოლს, როგორც ქალაქს ნებისმიერი ღირსშესანიშნაობის აღნიშვნისთვის იდეალური პირობები აქვს. ქალაქის ყველა კუთხეში იშლება ულამაზესი ხედები, ბუნებისა და ისტორიის შერწყმის იდეალური შენობა-ნაკეთობები. ისთიქლალის ქუჩა, გალათას ციხე, გალათას ხიდი, პიერ ლოტის ბორცვი, იერებათანის სარნიჯი, რუმელი ჰისარი, ჩამლიჯას ბორცვი, ანატოლიური ვერხვი და სტამბოლის უმშვენიერესი ხიდი, ქალაქის ულამაზესი ხედების ჩამონათვალთაგან რამდენიმეა. სტამბოლი ევრაზიის დამაკავშირებელია წერტილია. მიჩელინის ილდიზლის რესტორანი და უამრავი მსგავსი ტიპის დაწესებულება სტუმრებს დაუვიწყარ სასიყვარულო დროის ტარებითა და უგემრიელესი საჭმელებით გამასპინძლებას სთავაზობს.

კაბადოკია: ზღაპრულ სამყაროში რომანტიკული შესვენება. სიურეალისტური ხედებითა და ავთენტური გამოქვაბულის სასტუმროებით კაპადოკია, კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია სიყვარულის დღის გატარებისთვის. მომხიბვლელი „ზღაპრული კუთხე“ ფერადი მფრინავი ბუშტებით, ფარული კულტურული სივრცეებით და ძველი მეღვინეობის ტრადიციებით, რომანტიკულ გარემოს საუკეთესო ადგილია. მფრინავი ბუშტებით დილიდანვე შეგიძლიათ დაიწყოთ სიყვარულის დღე, ფრენები დილით ხუთი საათისთვის გორემეს სოფლიდან იწყება და ფერი ბაჯალარის, კლდოვან წარმონაქმნების, გუვერჯინლიქის, ზემისა და ფაშაბაღის სამღვდელოების გავლით მაღლიდან საუკეთესო გეოგრაფიულ ხედებს გთავაზობთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია იხილოთ გორემეს მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ასევე მიწისქვეშა ქალაქები რომლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არის შეტანილი. დღე კი მღვიმე სასტუმროში დაასრულეთ, სადაც იხილავთ დამუშავებული ქვითა და მოდერნისტული არქიტექტურული ნაკეთობებით გალამაზებულ, კომფორტულ ინტერიერს. ბუხრის წინ ადგილობრივი ღვინის ერთი ჭიქა კი დღის დაგვირგვინებაში დაგეხმარებათ.

ყარსი: ანატოლიის ფარული სიყვარულის სამოთხე. ქალაქი ყარსი განსაკუთრებით ზამთრის თვეებში მოგაგონდებათ, რათა გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ მოგზაურობას ვალენტინობის დღისადმი უნიკალურ ატმოსფეროში, თავისი ისტორიული წარსულით, ბუნებრივი სილამაზეებითა და ადგილობრივი კერძებით. თოვლით დაფარულ ამ მომხიბვლელ ქალაქში შეგიძლიათ იმოგზაუროთ ტურისტული აღმოსავლეთის ექსპრესით, რომელიც გულისხმობს მატარებლით მგზავრობას მთელი გზის მანძილზე, მატარებელი კი დედაქალაქ ანკარიდან გამოდის, ქირიქალეს, ქაისერის, სივასის, ერზინჯანისა და ერზრუმის გავლით შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბუნებრივ სილამაზეები, გაჩერდეთ ყარსისაკენ მიმავალ ისტორიულ სადგურებზე. ქალაქის შესასვლელიდან ცენტრის მიმართულებით ბალტიის სტილის არქიტექტურული ორნამენტები ევროპული ქალაქის იერს იძლევა. უძველესი ქალაქის ანტიკურ და მარადიული სტრუქტურები, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. შეგიძლიათ ეწვიოთ სარიკამიშს, შემდეგ კი დატკბეთ თხილამურებზე სრიალით. სიყვარულის დღე რომანტიულად შესაძლოა სეირნობაში გაატაროთ ასევე ჩილდირის ტბაზე, რომელიც ამ დროისთვის არის გაყინული, იქ შესაძლოა შეხვდეთ მეთევზეებს რომლებიც ტბის ზედაპირს ოსტატურად ჭრიან სათევზაოდ.

შირინჯე-ეფესი: ეგეოსის ყველაზე რომანტიკული გეგმარება. სიყვარულის დღის გატარებისთვის თბილი კლიმატი თუ მეტად გიზიდავთ, მაშინ საუკეთესო ვარიანტი არის ეგეოსის მარგალიტი, იზმირში არსებული სოფელი შირინჯე, რომლებიც თავისი ისტორიითა და ზღაპრული არქიტექტურული ნაგებობებით ყურადღებას იპყრობს. რომანტიკული მოგზაურობის დროს, შირინჯეს ისტორიული სახლები რომლებიც სოფლის ქუჩებს ამშვენებს მშვენიერი სანახავია რომელიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ასევე სოფლიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზეა იუნესკოს კიდევ ერთი მემკვიდრეობის ძეგლი ეფესოს ნანგრევები. უძველესი ეფესო, ასახავს მაღალი დონის ურბანიზაციას, არქიტექტურას და რელიგიურ ისტორიას სხვადასხვა ცივილიზაციური გადმონაშთიდან. მსგავსი ტიპის დღესასწაულებზე, როდესაც ვნება პიკს აღწევს, დღე შესაძლოა დაამთავროთ მოგიზგიზე ცეცხლის წინ. ადგილობრივი ხილის ღვინოების დაგემოვნებით, რომლებიც ლეგენდებად არის ქცეული.