სინგაპურის ჩანგის აეროპორტის ტერმინალ 2-ში სასტუმრო Indigo Changi Airport-ს გაიხსნება, რომელიც მსოფლიოში პირველი ნულოვანი ემისიის აეროპორტის სასტუმრო იქნება. სასტუმრო სტუმრების მიღებას 2028 წლიდან დაიწყებს.

ახალ 255 ნომრიანი სასტუმროს სახურავზე დღის კლუბი, ბარი და აუზი განთავსდება, საიდანაც ასაფრენი ბილიკის, ქალაქის ჰორიზონტისა და Jewel კომპლექსის პანორამული ხედები გადაიშლება.
პროექტის კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა ეგრეთ წოდებული Floating Forest, აყვავებული ტროპიკული ტყის შვიდი სართული და შენობის ფასადზე ჩამოკიდებული ეპიფიტები (მცენარეები, რომლებიც იღებენ ტენიანობას ჰაერიდან).

В Сингапуре появится первый в мире отель с нулевым уровнем выбросов в аэропорту

სასტუმრო გეგმავს ნულოვანი ემისიების მიღწევას მზის პანელების, ჰიბრიდული გაგრილების სისტემების, ბუნებრივად ვენტილირებადი დერეფნებისა და წვიმის წყლის აღების ტექნოლოგიის გამოყენებით.

სასტუმროს სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ Hotel Indigo-ს მშობელი ჯგუფის IHG Hotels and Resorts-ის ლოიალობის პროგრამით.

შეგახსენებთ, რომ ჩანგის აეროპორტში სტუმრებს ამ დროისათვის სასტუმროები YOTELAIR და Crowne Plaza Changi Airport იღებენ.