სინგაპურმა COVID-19-ს გავრცელების პრევენციის მიზნით, დროენებით კარანტინში მყოფები ადამიანების თვალთვალი დაიწყო. საპილოტე პროექტის ფარგლებში თვალთვალს 2 დრონი ახორციელებდა და მათ გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
3 თვიანი დაკვირვების შემდეგ, ისრაელური Airobotics-ის წარმოებული დრონები სინგაპურის ცაზე მოახდენენ პატრულირებას.
უპილოტო საფრენი აპარატი დაპროგრამებულია ისე, რომ ოფისებში ადამიანებს შორის მინიმალური დისტანციის დაცვაც კი აკონტროლოს და გამოავლინოს ისინი, ვინც დაწესებულ რეგულაციებს არღვევს.
დრონი ჩაწერილ ვიდეომასალას პოლიციას უგზავნის.