სინგაპური ახალი მეგა ტერმინალის მშენებლობას ჩანგის აეროპორტში მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლოურენს ვონგმა.
ახალი ტერმინალი 5 გამტარუნარიანობას წელიწადში კიდევ 50 მილიონი მგზავრით გაზრდის, ხოლო მარშრუტების ქსელი 150-დან 200-მდე გაიზრდება. ის ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030-იანი წლების შუა პერიოდში შევა. ამჟამად აეროპორტის მგზავრთნაკადი 90 მლნ-ს შეადგენს.
რეგიონის სხვა ქალაქებიც აფართოებენ თავიანთ შესაძლებლობებს. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) თანახმად, გლობალური მგზავრთა მიმოსვლა სავარაუდოდ გაორმაგდება 2042 წლისთვის და დაახლოებით 20 მილიარდს მიაღწევს.
ამრიგად, ვიეტნამი აშენებს ახალ ცენტრს Ho Chi Minh City-ის მახლობლად, საჰაერო ნავსადგური განკუთვნილია 100 მილიონზე მეტი მგზავრისთვის, ხოლო ჰონგ კონგმა გადაწყვიტა გამოყოს 18 მილიარდ დოლარზე მეტი თავისი საერთაშორისო ჰაბის გაფართოებისთვის.
შეგახსენებთ, Changi Terminal 5 პირველად ათ წელზე მეტი ხნის წინ დაანონსდა, მაგრამ მისი მშენებლობა პანდემიის გამო ორი წლით შეჩერდა.