თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება მას შემდეგ განახორციელა, რაც მძიმე ალერგიის მქონე მგზავრს ზღვის პროდუქტებით — კერძოდ, კრევეტებით — მომზადებული კერძი მიაწოდეს.

როგორც Metro  იუწყება, ინციდენტი ავიაკომპანია Singapore Airlines-ის რეისზე მოხდა, რომელიც გერმანიიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.

ალერგიული რეაქციის შედეგად, თვითმფრინავს მარშრუტის შეცვლა და პარიზში საგანგებო დაშვება მოუწია, რათა მგზავრისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მოგვიანებით ქალი გადაიყვანეს ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის.

მგზავრმა სარჩელი შეიტანა ავიაკომპანიის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან წინასწარ აცნობა ავიაკომპანიას თავისი ალერგიის შესახებ, მას მაინც მიაწოდეს საკვები, რომელიც მისთვის საშიშ ინგრედიენტს — კრევეტს — შეიცავდა. ქალი ითხოვს კომპენსაციას ფიზიკური და ემოციური ზიანისთვის და მიიჩნევს, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ავიაკომპანიას ეკისრება.