Singapore Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტამდე სინგაპურის საჰაერო ძალების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებმა მიაცილეს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ ხელბარგში მას ბომბი ჰქონდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც Singapore Airlines Airbus A350 ტიპის საჰაერო ხომალდით ფრენას სან-ფრანცისკოდან სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მიმართლებით ასრულებდა.
CNN-ის ინფორმაციით, შუა ფრენისას, ერთ-ერთმა მგზავრმა დესტრუქციული ქმედებები დაიწყო და ბორტგამცილებლებს დაემუქრა, რომ მის ხელბარგში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. ეკიპაჟმა დაუყოვნებლივ მიიღო საჭირო ზომები თავდამსხმელის დასაკავებლად, თუმცა პილოტებმა ინფორმაცია მიაწოდეს საჰაერო მოძრაობის კონტროლს პოტენციური საფრთხის შესახებ და მხარდაწერის თხოვნით მიმართეს.
შეტყობინებისთანავე, დაუყოვნებლივ აფრინდა სინგაპურის საჰაერო ძალების ორი საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებმაც სამგზავრო თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტამდე მიაცილეს.
მთავარი ავიაკომპანიები Singapore Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, დანიშნულების აეროპორტამდე საბრძოლო...