უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გენერალური დირექტორი ავიაგადაზიდვებზე მოთხოვნის აღდგენას 2021 წლის შემოდგომიდან ელოდება. ჯოზეფ ვარადის განმარტებით ის, რამდენიმე თვიანი “ლოქდაუნისა” და ფინანსური ზარალის შემდეგ, “გვირაბის ბოლოს სინათლეს” ელოდება. ვარადი იმედოვნებს, რომ მომავალი წლის შემოდგომიდან COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაცია დაწყნარდება, რისი მაპროვოცირებელიც ვაქცინის ხელმისაწვდომობა გახდება.
“ადამიანებს სურთ მოგზაურობა. შეზღუდვების მოხსნის მომენტში მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. გაზაფხულსა და ზაფხულში მგზავრთა გადაადგილების მხრივ უფრო პოზიტიურ ცვლილებებს ველოდები”, – განაცხადა ვარადიმ.
Wizz Air-ის გენერალურმა დირექტორმა დასძინა ისიც, რომ ფოკუსირებულია შემოდგომისთვის მოთხოვნის აღდგენაზე და ამიტომაც ავიაკომპანია ახალ ბაზებსა და მარშუტებს ქმნის და ასევე ინარჩუნებს პერსონალს.
როგორც ცნობილია, ზამთრის განმავლობაში Wizz Air-ი თავისი შესაძლებლობების 30-50%-ის გამოყემებას გეგმავს, ხოლო Ryanair- და easyJet-ი 40% და 25%-ის.