ბაქოს აეროპორტში ბაზირებული, აზერბაიჯანული სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი (SWWА ) და იაპონიის ნაციონალური ავიაგადამზიდავი Japan Airlines-ი (JAL) თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითავ SWWА JAL-ს ტვირთების მოცულობას გამოიყენებს. 2010 წელს ფინანსური და საოპერაციო რესტრუქტურიზაციის დროს JAL Cargo-მ, ისევე როგორც სხვა უმსხვილესმა გადამზიდავებმა სატვირთო თვითმფრინავებზე უარი თქვეს და სამგზავრო თვითმფრინავების საბარგო განყოფილებით ტვირთების გადაზიდვაზე კონცენტრირდნენ.
Silk Way West-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია მოახერხებს და იაპონურ ბაზარზე თავს მყარად დაიმკვიდრებს.