აზერბაიჯანული სატვირთო ავიაგადამზიდავი Silk Way West Airlines-ი ბაქოდან ჩინეთის ქალაქ ტიანძინის მიმართულებით რეისებს ამატებს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, Silk Way West Airlines-ი ტიანძინის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ყოველ პარასკევსა და კვირას იფრენს.
ავიაკომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ რეისებს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება და ის სატვირთო გადაზიდვებს ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის კიდევ უფრო წაახალისებს, მით უმეტეს საავტომობილო ნაწილებისა და ავიამშენებლი ინდუსტრიისგან მოთხოვნა უკვე არსებობს.