კასპიის რეგიონის წამყვანმა სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მა პირველი ობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა COVID-19-ის პანდემიამ გავლენა მოახდინოს ავიაკომპანიის მომავალ საქმიანობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობა და შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აშშ დოლარში ობლიგაციების გამოშვების შესახებ.

COVID-19-ის შეზღუდვების შემსუბუქებასთან და ტრანსპორტირების პირობების სტაბილიზაციასთან ერთად, პროგნოზირებულია ფრენების რაოდენობის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს სავალუტო შემოსავლის ზრდას და უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ვალდებულებების დროულ გასტუმრებას.

Silk Way West Airlines-ის ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთია 5%-ი სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ტრანზაციებიდან ​შემოსული თანხა ფლოტის განახლებას მოხმარდება.

ცნობილია, რომ ობლიგაციების ემისია განხორციელდება ხუთ ტრანშად, თითოეული 10 მილიონი დოლარის ოდენობით. 1000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციების ანდერრაიტერი არის ბაქოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული წამყვანი საინვესტიციო კომპანია PASHA Capital.

„ავიაკომპანიის მოგებისა და ტონაჟის პროგნოზების გაანალიზებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ბაზრის გაფართოება დადებითად აისახება ბიზნესის განვითარებაზე და პრემიუმ გაყიდვებით მომგებიანობა დაგეგმილზე სწრაფად გაიზრდება. 50 მლნ დოლარის ოდენობის ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი Silk Way West Airlines-ის ფლოტის განახლებას მოხმარდება“, – განაცხადა Silk Way West Airlines-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მირსამედ მოვსუმზადემ.

კომპანია PASHA Capital დაარსდა 2012 წლის ივნისში და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია ქვეყანაში, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში ბაქოს საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების მეშვეობით მიაღწია 10,2 მილიარდ მანათის ბრუნვას.

რაც შეეხება ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს, ის 2012 წელს ბაქოში დაარსდა და არის ყველაზე დიდი სატვირთო ავიაკომპანია კასპიის რეგიონში. ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია მთელი მსოფლიოში მასშტაბით, ყოველთვიურად დაახლოებით 350 რეისს, 12 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო თვითმფრინავის Boeing 747-8F-სა და 747-400F-ის გამოყენებით ასრულებს

2021 წლის 28 აპრილს Silk Way West Airlines-მა, რომელიც აფართოებს თავის ფლოტს, ხელი მოაწერა სტრატეგიულ შეთანხმებას Boeing-თან ხუთი უახლესი 777F სატვირთო თვითმფრინავის შეძენაზე. ავიაკომპანიის წლიური ტვირთბრუნვა 420 ათას ტონას აჭარბებს.