აზერბაიჯანის Silk Way Group-მა გლობალურ საავიაციო მომსახურების პროვაიდერ dnata-სთან ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს ერთობლივი ვენჩური მიზნად ისახავს საჰაერო ტვირთების მართვისა და მიწისზედა მომსახურების ოპერაციების განხორციელებას ბაქოს ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ახალ საერთაშორისო აეროპორტში.
ახალი ტერმინალის გახსნის პარალელურად, საწარმო ოპერირებას 2027 წლის აპრილში დაიწყებს და აზერბაიჯანის ავიაციისა და ლოგისტიკის სექტორში მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს.
ალათის საერთაშორისო აეროპორტის მოწინავე ლოგისტიკური ობიექტები შეძლებს წელიწადში 400,000 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავებას, ხოლო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიური მოცულობის 5%-იან ზრდას ვარაუდობენ.
- მომსახურების გაფართოება: ერთობლივი საწარმო თავდაპირველად ფოკუსირებული იქნება ტვირთებისა და მიწისზედა მომსახურების ოპერაციებზე, შემდეგ კი გაფართოვდება კვების სერვისების, ექსპედირების, გაყინვის საწინააღმდეგო (de-icing) სამუშაოებისა და სხვა სერვისების მიმართულებით. მიზანია, ბაქოში ინტეგრირებული, ერთი ფანჯრის პრინციპითმოქმედი ცენტრის შექმნა ავიაკომპანიებისთვის.
- დასაქმება და განვითარება: პროექტით მოსალოდნელია 1,000-ზე მეტი სამუშაო ადგილისშექმნა, ასევე ინვესტიციები ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციისა და ტრენინგის განვითარებაში.
Dnata და Silk Way Group-ი უკვე დიდი ხანია პარტნიორები არიან; dnata ემსახურება Silk Way West Airlines-ის ფრენებს ხუთ ქვეყანაში, სადაც წლიურად 1,150 ფრენას და 85,000 ტონა ტვირთს ამუშავებს.
სტივ ალენის, dnata-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ეს ერთობლივი ვენჩური მნიშვნელოვანი ნაბიჯია dnata-ს გლობალური კვალის გასაფართოებლად და კავკასიის რეგიონის სწრაფი ზრდის მხარდასაჭერად.
ზაურ ახუნდოვის, Silk Way Group-ის პრეზიდენტის, თქმით: „ეს ერთობლივი საწარმო წარმოადგენს ინვესტიციას არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაში, არამედ ადამიანებშიც — ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს პროფესიულ უნარებს და ამყარებს საფუძველს მდგრადი ზრდისთვის. ეს სტრატეგიული ნაბიჯია ჩვენი ხედვის რეალიზაციისკენ, რომ აზერბაიჯანი წამყვან რეგიონულ ჰაბად იქცეს.“
ალათის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს, მოიცავს 18 თვითმფრინავის სადგომს, 4,000 მეტრიან ასაფრენ-ასაჯდომ ზოლს და საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრს. ზონის დასრულების შემდეგ, ის გახდება მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძი, რომელსაც ექნება პირდაპირი წვდომა ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტთან, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო ქსელებთან.












