ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის ონლაინპლატფორმა SHOP&MORE მომხმარებლებს ატყობინებს, რომ 2026 წლის 5 თებერვლიდან ძალაში შედის მაღაზიით სარგებლობის განახლებული წესები და პირობები (Regulations).
- ცვლილებების ძირითადი ნაწილი ელექტრონული გაყიდვების დოკუმენტაციას ეხება. განახლებული რეგულაციების თანახმად:
- ინერგება ფისკალური ქვითრების ელექტრონული ფორმით (e-receipts) გაცემის ფუნქციონალი.
- მომხმარებლები შეძენილი ნივთების ქვითრებს მიიღებენ როგორც ელექტრონულ ფოსტაზე, ისე საკუთარ პირად პროფილში (User Account), რაც შესყიდვების მართვას უფრო კომფორტულს გახდის.
კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, წინასწარ გაეცნონ განახლებულ დოკუმენტს SHOP&MORE-ის პლატფორმაზე.
SHOP&MORE-ი LOT-ის ეკოსისტემის ნაწილია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის Miles & More პროგრამის ფარგლებში დაგროვებული ქულების გამოყენებით.












