შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა საშობაო დღესასწაულისთვის საჰაერო ხომალდებს სანტა კლაუსის მარხილიდან იმპროვიზირებული ირემი დაამატა.

Swiss-ის ორი ბორტი – Airbus A340 სარეგისტრაციო ნომრით HB-JMA და Airbus A320 სარეგისტრაციო ნომრით HB-IJJ – მიიღო წითელი ცხვირი, როგორც ირემი, რომელიც ეხმარება სანტას საშობაო საჩუქრების მიწოდებაში.

A320 იფრენს ევროპის ფარგლებში, ხოლო A340 ემსახურება ტრანსკონტინენტურ მარშრუტებს. ეს ნიშნავს, რომ ავიაციის მოყვარულებს შეეძლებათ ნახონ წითელცხვირიანი თვითმფრინავები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სადღესასწაულო სულისკვეთება, ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ წელიწადის ეს განსაკუთრებული დრო, როდესაც ერთად ვიკრიბებით და გულწრფელად ვაფასებთ ერთმანეთს. შობა ყოველთვის უკეთესია, როცა მას სხვებს ვუზიარებთ, ვგრძნობთ და შეგვიძლია ერთად განვიცადოთ წინასაშობაო პერიოდის მთელი ჯადოქრობა“, – თქვა შტეფან ვასიჩმა, Swiss-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა.

შვეიცარიული ავიაკომპანიის თვითმფრინავები რამდენიმე კვირის განმავლობაში წითელი ცხვირით იფრენენ, რის შემდეგაც ისინი უბრუნდებიან წინა თეთრ გარეგნობას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Swiss შობას ასე აღნიშნავს. 2022 წელს, ერთ-ერთი გადამზიდავი თვითმფრინავი ასევე დროებით გადაიქცა “ზღაპრის მფრინავ ირმად”.