შვედეთის ტურისტულმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ დროა განემარტა, თუ რით განსხვავდება ქვეყანა შვეიცარიისგან. ასე გამოჩნდა ინტერნეტში კამპანია „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შვედეთში (არა შვეიცარიაში).
ვიდეოში, შვედეთის ოფიციალური წარმომადგენელი მიმართავს შვეიცარიის ხელისუფლებას და მოქალაქეებს და სთავაზობს მკაფიოდ გამიჯნოს საზღვრები „ვინ რაზე ლაპარაკობს“. მაგალითად, შვეიცარიას შეუძლია ბანკების აღება, მაგრამ შვედეთს ექნება პლაჟები. შვეიცარიას შეუძლია გააგრძელოს მთის მწვერვალების ჩვენება, შვედეთი ყურადღებას გაამახვილებს სახურავებზე. შვეიცარიაში შეგიძლიათ „ისიამოვნოთ სანახაობრივი სინათლის შოუებით, რომლებიც შექმნილია პროექციებისა და LED-ების გამოყენებით“, მაგრამ შვედეთში შოუ არ საჭიროებს ელექტროენერგიას – მას აქვს ჩრდილოეთის განათება.
კამპანია გაუშვეს, დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად. ყოველწლიურად 120 000 ადამიანი ეკითხება Google-ს, არის თუ არა შვედეთი და შვეიცარია ერთი და იგივე ქვეყანა. პოლიტიკოსებიც აბნევენ მათ: შარშან ნატოს სამიტზე გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეცდომით ახსენა შვეიცარია, როდესაც შვედეთის განცხადებას სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ განიხილავდა.
‘