2029 წლისთვის ვარშავის შოპენის აეროპორტის მოდერნიზაცია და გაფართოება გადაწყდა. პროექტის მიხედვით ფრენების სიხშირე საათში 50-მდე, ხოლო გამტარუნარიანობა წელიწადში 30 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
აეროპორტის მოდერნიზაციისთვის 2,4 მილიარდი ზლოტის გამოყოფას გეგმავენ. სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დაიწყება. ასევე გაფართოვდება აეროპორტის ავტოსადგომი.
აეროპორტი ამჟამად წელიწადში 18,5 მილიონ მგზავრს იღებს. ექსპერტების პროგნოზით პოლონეთის მთავარ აეროპორტში მგზავრთნაკადი უახლოეს წლებში სავარაუდოდ გაიზრდება და ამ ფონზე მისი გაფართოება დადგა დღის წესრიგში.