აშშ-ში, თინეიჯერებისათვის, შობა-ახალ წელს ყველაზე სასურველი საჩუქარი არის iPhone. აღნიშნულის შესახებ Piper Jaffray-ს კვლევაშია აღნიშნული.
Piper Jaffray-ს მიერ შედგენილი რეიტინგით, სასურველ საჩუქართა რეიტინგში მეორე ადგილზეა Apple Watch-ი, მესამეზე – MacBook-ი, ხოლო მეოთხეზე – Airpods.
რეიტინგში შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემდეგი ბრენდების: Gucci, Vans, Adidas და Lululemon-ი. ასევე NBA 2k19-ის ვიდეოთამაშები.
უნდა აღინიშნოს, რომ სასურველ საჩუქართა რეიტინგში წელს პირველად დაფიქსირდა კრიპტო ვალუტა Bitcoin-ი და ვირტუალური ვალუტა V-Bucks-ი Fortnite-ს ვიდეოთამაშებისათვის.