შიდა ავიარეისების სუბსიდირებისთვის 49,67 მილიონი ლარის (დღგ-ს გარეშე) ტენდერი გამოცხადდა.

ტენდერის ფარგლებში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იმ კომპანიას შეარჩევს, რომელიც უწყების მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მომსახურება.

შესყიდვა 4 წლიანია. ამ პერიოდში ავიაკოამპანიამ მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი,
საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით კი, 2487 რეისი უნდა შეასრულოს. რეისები შესრულდება მესტია – ქუთაისი – მესტია; ნატახტარი-მესტია – ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით.

ავიაკომპანიას 2 საჰაერო ხომალდი უნდა ჰყავდეს – არანაკლებ 15 და 30 ადგილიანები.

ტენდერში წინანდადებების წარდგენის ვადა 12 ივლისს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე შიდა რეისებს შეასრულებს ავიაკომპანია „აკ -ეარ ჯორჯია“, რომელიც სუბსიდირებული შიდა ავიარეისების შესრულებისთვის 2.3 მლნ დოლარიან კონტრაქტს გამარტივებული შესყიდვით მიიღებს.

წყარო:GBC