Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ გლობალურად, ახალი საწევრო პაკეტი “All You Can Fly“ გამოუშვა, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების დიდ რაოდენობას 12 თვის განმავლობაში 599 ევროდ, 800-ზე მეტი მიმართულებით.
WIZZ-ის All You Can Fly-ის წევრობა პირველია ევროპაში, Wizz Air არის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც გთავაზობთ ფრენების დიდ რაოდენობას ფიქსირებულ ფასად. 599 ევროს ღირებულების წლიური წევრობა მოგზაურებს Wizz Air-ის ყველა ფრენაზე მისცემს წვდომას, განმეორებითი დაჯავშნის საკომისიო მხოლოდ 9,99 ევრო იქნება. წევრობის ახალი პაკეტი მომხმარებლებს რამდენჯერმე მოგზაურობის საოცარ შესაძლებლობას მისცემს, რაც მათ დაეხმარება ბილეთების შეძენისას თანხის დაზოგვაში.
მზიანი ქალაქების მონახულება ხმელთაშუაზღვისპირეთში, ზამთრის თავგადასავლები ავსტრიის ალპებში, მსოფლიოში ცნობილი ქალაქების, პარიზისა და ლონდონის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება – WIZZ All You Can Fly-ის წევრობა დააკავშირებს თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ გსურთ იტალიური პიცა, ან შაბათ-კვირის გატარება ევროპის ერთ-ერთ ხელუხლებელ ტბასთან, Wizz Air-ის ახალი საწევრო პაკეტით, მომხმარებლები უპრობლემოდ იმოგზაურებენ მსოფლიოს საუკეთესო კულტურული და კულინარიული მიმართულებებით.
საწევრო პაკეტი იდეალურია მოგზაურებისთვის, რომლებიც ყოველთვის გეგმავენ მომდევნო მოგზაურობას, წევრობა მოქმედებს თითო მგზავრისთვის 12 თვის განმავლობაში. მომხმარებელი შეძლებს ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილის არჩევას გამგზავრების დრომდე 72 საათით ადრე.
ავიაკომპანია იწყებს All You Can Fly-ის საწევრო პაკეტის წინასწარ გაყიდვას განსაკუთრებულ ფასად, 499 ევროდ. წინასწარი გაყიდვა დაიწყება 2024 წლის 13 აგვისტოს 12:00 საათიდან 15 აგვისტოს 23:59 საათამდე. წინასწარი გაყიდვის შემდეგ, ყველა მომხმარებელს შეეძლება საწევრო პაკეტის რეგულარულ ფასად, 599 ევროდ შეძენა. მგზავრებს WIZZ All You Can Fly-ის ფარგლებში ფრენების დაჯავშნა 2024 წლის 25 სექტემბრიდან შეუძლიათ.
Wizz Air-ის მომხმარებლებს ახალი საწევრო პაკეტიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება შეეძლებათ. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება WIZZ-ის 800 მარშრუტი, 50-ზე მეტი ქვეყნის თითქმის 200 ქალაქის მიმართულებით.
Wizz Air-ის კომერციული ოფიცერი, სილვია მოსკერა: „მოხარულები ვართ, რომ Wizz Air არის პირველი ავიაკომპანია ევროპაში, რომელიც ამ უნიკალურ საწევრო პაკეტს სთავაზობს მომხმარებლებს. WIZZ All You Can Fly წევრობა მომხმარებლებს შესთავაზებს სპონტანური მოგზაურობის ასობით ვარიანტს ფიქსირებულ ფასად. ეს წევრობა დააკავშირებს ადამიანებს ახალ ადამიანებთან და ადგილებთან.”
WIZZ All You Can Fly-ის რეგულარული ფასი იქნება 599 ევრო, ამიტომ მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ახლავე 499 ევროიანი შეთავაზებით სარგებლობისთვის.
დამატებითი სერვისები, როგორებიცაა ბარგი და ადგილების შერჩევა, არ შედის საწევრო გადასახადში, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, შეიძლება ცალკე დაემატოს ჯავშანს. მნიშვნელოვანია ადგილების ხელმისაწვდომობის ფაქტორი, WIZZ All You Can Fly-ის საწევრო პაკეტი ხელმისაწვდომი არ არის ყველა ფრენისთვის, რომელიც რეკლამირებულია Wizz Air-ის მიერ. მომხმარებლებს შეეძლებათ ბილეთების დაჯავშნა 2024 წლის 25 სექტემბრიდან.