ბოზჯაადა არის თურქეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ფერადი კუნძული, რომელიც ეგეოსის ზღვაში, ჩანაქქალესთან ახლოს მდებარეობს. აქ არის ულამაზესი პლაჟები, ხელუხლებელი ბუნება, ასევე უგემრიელესი სამზარეულო და სხვ. თუმცა იგი ძირითადად ცნობილია ღვინით და ყურძნით. კუნძული მნახველებს ასევე იზიდავს ყურძნის მოსავლის ფესტივალით, რომელიც ყოველ წელს, სექტემბრის თვეში ადგილობრივი მეღვინეობის ტრადიციის აღსანიშნავად და განსაახლებლად იმართება. ფესტივალზე იმართება ასევე ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის გამოფენები, პანელები, ამასთან, ადგილობრივი ბაზარი იხსნება და იყიდება უამრავი ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი.
მევენახეობის ტრადიცია ბოზჯაადაში
ოდითგანვე ბოზჯაადა ვაზის გაშენების თვალსაზრისით იყო იდეალური ადგილი. მევენახეობის ტრადიცია აქ 3000 წელს ითვლის. ეს ღრმა ფესვგადგმული მემკვიდრეობა ჩანს უძველესი ქალაქის, ტენედოსის მონეტებზე ყურძნის გამოსახული ფორმით, ასევე წერილობით წყაროებსა და პოემებშიც არის ნახსენები, როგორიც არის მაგალითად, ჰომეროსის ილიადა და ოდისეა. კუნძულს ძირითადად აქვს ოთხი ენდემური ყურძნის სახეობა, რომლებიც ადგილობრივი ღვინის განსაკუთრებულობას განაპირობებენ. შავი ღვინის სახეობა – ქუნთრა და ქარალაჰნა (Kuntra and Karalahna) და თეთღი ღვინის სახეობა – ჩავუში და ვასილაქი (Çavuş and Vasilaki).
ბოზჯაადას ღვინის ფესტივალი
ბოზჯაადას ყურძნის მოსავლის ფესტივალი შეიძლება ითქვას, რომ არის კუნძულის ტრადიციული დღესასწაული, რომელიც ღვინის წარმოებას უკავშირდება. ღვინის მოყვარულები ყოველ სექტემბერში იკრიბებიან ერთად მოსავლის აღების მიზნით და ერთად იზიარებენ მის ტრადიციებს. ფესტივალის სტუმრები ერთობლივად მიდიან ვენახებში, სადაც ყურძენი გროვდება და ეცნობიან მისი მოყვანის ტრადიციებს, თუ როგორ ხდება მისი კრეფა, შემდეგ დამუშავება და მისგან ღვინის დაწურვა. აღსანიშნავია, რომ სანამ ამ ეტაპებს გაივლიან ღობისძიებაზე, მანამდე ვენახებიდან შეგროვებული ყურძენი ცხენებისა და ვირების მეშვეობით მიაქვთ ბოზჯაადას მთავარ მოედანზე და მთელი ეს ღვინის მომზადების ეტაპები იქ იმართება.
კუნძულის საოცრებების აღმოჩენა
ბოზჯაადა ასევე არის ადგილი, რომელიც ტურისტებს სთავაზობს უნიკალურ და დაუვიწყარ დასვენების გამოცდილებას. იგი გამოირჩევა ფერადი და თვალისმომჭრელი სახლებით, ვიწრო ქუჩებით, სანაპიროებით, საოცარი ბუნებითა და რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარე ხალხით. შესვლისას პირველად ნახავთ ადგილობივ ნავსადგურს, აიაზმის მონასტერს, ასევე ბოსჯაადას მუზეუმსა და სხვა კულტურული და რელიგიური მნიშვნელობის მქონე ადგილებს. ბოზჯაადაში არის უამრავი კაფე თუ რესტორანი.
კუნძულზე არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი ხილისგან დამზადებული მურაბების შეძენა და ნუშის ნამცხვრების დაგემოვნება. ასევე ადგოლობრივი მწვანილებისა და ბოსტნეულებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება და სხვ.