Wizz Air-ი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიახაზები, WIZZ Run Series 2025-ს იწყებს – ეს არის განსაკუთრებული მარათონი, რომელიც ევროპის მასშტაბით მორბენლებს აძლევს შესაძლებლობას, მოიგონ ავიაკომპანიის All You Can Fly საწევრო პაკეტი, რომელიც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში ულიმიტო მოგზაურობას Wizz Air-ის ყველა მიმართულებით.

Wizz Air-ი წლებია, აფინანსებს ევროპაში გამართულ წამყვან მართონებას. სირბილი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სპორტი, იმავე ღირებულებებზეა დამყარებული, რაზეც Wizz Air-ი – ყველასთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, განუსაზღვრელი მიმართულებები ისევე როგორც ევროპაში, ასევე მის მიღმა და ხელსაყრელი მოგზაურობის ვარიანტები.

ჩართულობისა და მოგების შანსების გასაზრდელად, Wizz Air-ის მიზანია, წაახალისოს მორბენლები და მისცეს მათ რაც შეიძლება მეტ მარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. WIZZ Run Series-ში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ მორბენალს, რომელიც სრულწლოვანია.

გარბენების სერიის განმავლობაში მონაწილეები აგროვებენ ქულებს – თითოეულ გარბენილ კილომეტრზე ენიჭებათ 1 ქულა. შეჯიბრის დასრულებისას ყველაზე მაღალი ქულების მქონე ოთხ გამარჯვებულს გადაეცემა Wizz Air-ის ულიმიტო ფრენის პაკეტი. მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა 1000 ევროს ოდენობის WIZZ-ის ვაუჩერი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 800 ევროს ღირებულების ვაუჩერი. პრიზები გაიცემა როგორც მამაკაცების, ისე ქალების კატეგორიებში.

მარათონების სერია გაიმართება აპრილიდან ოქტომბრამდე და გამარჯვებულები დეკემბრის დასაწყისში გამოცხადდებიან. ღონისძიებების ჩამონათვალი ასეთია:

  • 6 აპრილი 2025 – Wizz Air მილანის მარათონი (მილანი, იტალია)
  • 6 აპრილი 2025 – Wizz Air კლუჟ-ნაპოკას მარათონი (კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი)
  • 18 მაისი 2025 – Wizz Air ჰეკნის ნახევარმარათონი (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო)
  • 6 სექტემბერი 2025 – Wizz Air ვარშავის პრასკის ღამის ნახევარმარათონი (ვარშავა, პოლონეთი)
  • 7 სექტემბერი 2025 – Wizz Air ბუდაპეშტის ნახევარმარათონი (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
  • 5 ოქტომბერი 2025 – Wizz Air სკოპიეს მარათონი (სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია)
  • 12 ოქტომბერი 2025 – Wizz Air სოფიას მარათონი (სოფია, ბულგარეთი)
  • 19 ოქტომბერი 2025 – Wizz Air რომის ნახევარმარათონი (რომი, იტალია)
  • 29 ოქტომბერი 2025 – Wizz Air ვენეციის მარათონი (ვენეცია, იტალია)

უკვე ათ წელზე მეტია, Wizz Air-ი მხარს უჭერს აქტიურ ცხოვრებას და აერთიანებს მორბენლებს ევროპის მასშტაბით. მხოლოდ 2024 წელს, WIZZ-ის ღონისძიებებში მონაწილეობა 120,000-ზე მეტმა მორბენელმა მიიღო. WIZZ Run Series-ის მიზანია ყველა ადამიანს – მიუხედავად გამოცდილების დონისა – მისცეს შესაძლებლობა გამოსცადონ თავი სპორტში და ამავდროულად აღმოაჩინონ განსხვავებული, საინტერესო და ნაკლებად ცნობილი მიმართულებები.

ფრუჟინა პოლაჩკა, Wizz Air-ის ბრენდ მენეჯერი:

„ძალიან გვიხარია, რომ წელს ვიწყებთ WIZZ Run Series-ს. როგორც ავიაკომპანია, რომელიც მოგზაურებს დაბალბიუჯეტიან ფრენებს სთავაზობს, მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. სირბილი ამის ნათელი მაგალითია – იაფი, მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. გვსურს, ყველა ადამიანს მივცეთ შანსი, მიიღონ მონაწილეობა უნიკალურ შეჯიბრში და მიიღ`ნ ულიმიტო ფრენის შესაძლებლობები.“

შეჯიბრის სრული დეტალები და პირობები იხილეთ აქ.

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air-ი ოპერირებს 230 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-ი დასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2024 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუა აზიისა და აფრიკის რეგიონებში”.