სტატისტიკის მიხედვით, მგზავრების 2/3 შეცდომას უშვებს ავიაბილეთების სვეტში, სადაც სქესია მითითებული, იმის გამო, რომ ისინი უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ ამ პუნქტს. ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც რეისზე რეგისტრაციის დროს არავინ აქცევს ყურადღებას, მაგრამ სახელსა და გვარში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა. ჩვენ გავარკვიეთ ეს საკითხი და მზად ვართ გიამბოთ, თუ როგორ გაასწოროთ შეცდომები ავიაბილეთებში და როგორ ხორციელდება ეს სხვადასხვა ავიაკომპანიაში.

მთავარ კითხვას წინსწრებით ვუპასუხებთ – როგორ გავასწოროთ ავიაბილეთში დაშვებული შეცდომა. თუ მიხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, ავიაკომპანიის ან პროვაიდერის მხარდაჭერის სამსახურს დაუკავშირდით. ისინი ყველაზე სრულ ინფორმაციას მოგაწოდებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიტანოთ ცვლილებები, ფასიანია თუ არა ეს და როგორ უნდა იმოქმედოთ.

ავიაბილეთებში დაშვებული შეცდომების რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპი არსებობს, მოდით თითოეული ცალ-ცალკე განვიხილოთ.

  • ავიაბილეთში  სახელი ან გვარი არასწორადაა ჩაწერილი.
  • სახელისა და გვარის ადგილებია არეული. ამას შეიძლება კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს, როდესაც საქმე აზიურ მიმართულებებს ეხება, ხოლო ევროპაში შესაძლოა არ შეგექმნათ პრობლემები.
  • შეცდომა თარიღში.
  • შეცდომა პასპორტის ნომერში.
  • შეცდომა გამგზავრების/ჩამოფრენის თარიღში. ყველაზე დასანანი შეცდომა. თუ არ გაქვთ flexible (მოქნილი) ტარიფი, თარიღის შეცვლა ფასიანი იქნება.
  • ყველაზე უმნიშვნელო შეცდომაა – შეცდომა დაბადების თარიღში ან სქესის გრაფაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ მიზეზით პრობლემა შეგექმნათ და ამ შეცდომის გამოსწორებას უფასოდაც შეძლებთ – ამისათვის  იმ ავიაკომპანიას ან პროვაიდერს მიმართეთ, რომელთანაც   ბილეთები შეიძინეთ. დაბადების თარიღს მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებენ, როდესაც ერთი რეისით ერთნაირი გვარებისა და ინიცინალების მქონე მგზავრები მიემგზავრებიან.
ბილეთები მობილური აპლიკაციით

მნიშვნელოვანია: ავიაბილეთის გაფორმებისას უმჯობესია თავიდანვე შეამოწმოთ თუ როგორ იწერება თქვენი სახელი და გვარი ლათინურ ენაზე. ეს შეცდომებისგან  დაგიცავთ და მათ გამოსასწორებლად ზედმეტ გადასახადსაც აგარიდებთ!

კიდევ ერთი გავრცელებული შემთხვევაა – როდესაც გათხოვდით, გვარი შეიცვალეთ, ხოლო ბილეთები ქალიშვილობის გვარზეა შეძენილი. ამ შემთხვევაში, ავიაგადამზიდავ კომპანიას უნდა მიმართოთ, ქორწინების მოწმობის სკანირებული ასლი წარმოადგინოთ და სავარაუდოდ თქვენს  მონაცემებს სრულიად უფასოდ შეასწორებენ.

ახლა კი 15 პოპულარული ავიაკომპანიის მაგალითზე განვხილოთ თუ რა წესები მოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

UIA

UIA – უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს ყველაფერი საკმაოდ მკაცრად აქვს: თუ შეცდომას დაუშვებთ, მისი გამოსწორება 50 დოლარის  ოდენობით მომსახურების საფასურის გადახდითაა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევებში ტარიფებში სხვაობა შეიძლება იყოს:

  • სახელის/გვარის დაწერაში ცვლილებისთვის;
  • ახალი პასპორტის მიღების შემთხვევაში, რომელშიც სახელის/გვარის ტრანსლიტერაცია ბილეთში მითითებულს არ ემთხვევა;
  • გათხოვების შემთხვევაში გვარის ცვლილებისთვის ქორწინების მოწმობის წარდგენით.

ბილეთის გადაფორმების შემთხვევაში პასპორტის ასლი დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია: შეცდომის გასწორება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რამდენიმე ასოს  და არა მთლიანი სახელის ან გვარის შეცვლაა.

მაგრამ თუ სახელისა და გვარის შევსების ადგილები აგერევათ, ეს შეიძლება  პრობლემა იყოს, როდესაც საერთაშორისო აეროპორტებიდან მოფრინავთ (მაგალითად, პეკინიდან ან ბანგკოკიდან). ამ შემთხვევაში, გადამზიდავი  კომპანია ბილეთის გადაფორმებას გირჩევთ.

სხვა მგზავრზე ბილეთის გადაფორმება შეუძლებელია.

Wizz Air

უნგრული „ლუკოსტ“ კომპანია აშკარად შეეგუა იმ ფაქტს, რომ დაბალი ფასებით შოკირებული მგზავრები მუდამ შეცდომებს უშვებენ და მოწყალედ აძლევს საშუალებას სახელის/გვარის ბეჭდვითი შეცდომა უფასოდ შეასწორონ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ სამი შეცდომაა დაშვებული. შეცდომის გასწორება შესაძლებელია გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათისა. იგივე ეხება იმ შემთხვევას, როდესაც სახელის/გვარის ადგილები არეულია.

თუმცა, თუ შეცდომები მნიშვნელოვნად ამახინჯებს სახელს/გვარს, მათი შესწორებისთვის კომპანია გადასახადს მოითხოვს. თუ მგზავრმა გვარი შეიცვალა ბილეთის შეძენის შემდეგ (მაგალითად, ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას), კლიენტთა მომსახურების სამსახურს უნდა დაუკავშირდეს ან ქოლ-ცენტრს მიმართოს – აქ მიასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

Ryanair

ამრიგად, საქმე ცუდადაა თუ თქვენს ავიაბილეთში შემდები შეცდომები აღმოაჩინეთ:

  1. სახელში/გვარში სამზე მეტი შეცდომა
  2. არასწორად მითითებული პასპორტის სერია/ნომერი
  3. შეცდომა დაბადების თარიღში
  4. არასწორადაა მითითებული მოქალაქეობა/ქვეყანა, რომელმაც პასპორტი გასცა
  5. არასწორი პასპორტის მოქმედების ვადა

ამ შეცდომების გასწორება მოგიწევთ.  ბილეთების შეძენიდან 24 საათის განმავლობაში კომპანია ამ მომსახურებას უფასოდ გთავაზობთ. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია  მათ პირდაპირ დაუკავშირდეთ.

ავიაკომპანია ryanair თვითმფრინავის სალონი

თუმცა კარგი სიახლეც გვაქვს. ავიაკომპანია არ შეგიქმნით პრობლემას, თუ:

  1. არასწორადაა მითითებული მგზავრისადმი (მისტერ/მისის/მის) მიმართვის ფორმა
  2. სახელისა და გვარის ადგილებია არეული
  3. სახელში/გვარში დაშვებულია არაუმეტეს სამი შეცდომისა, თუ ეს მათ კარდინალურად არ ცვლის.

KLM

ამ ავიაკომპანიაში „სამი შეცდომის წესი“ მოქმედებს: თუ თქვენს ბილეთში 3 შეცდომამდეა დაშვებული, თქვენ რეისზე დაგიშვებენ. თუმცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეისებზე  ბილეთის შევსების აბსოლუტური სიზუსტეა საჭირო.

KLM ასევე მზად არის უფასოდ შეასწოროს შეცდომა ბილეთში, მაგრამ ავიაკომპანიას რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათით ადრე უნდა დაუკავშირდეთ.

klm თვითმფრინავის ფრთა

Lufthansa

გერმანიის ავიაკომპანიაც ბილეთში სამი შეცდომის დაშვების შესაძლებლობას იძლევა, თუ ეს არ ამახინჯებს ან მთლიანად არ ცვლის თქვენი სახელისა და გვარის ბგერადობას. მცირე შეცდომების შემთხვევაში, მაგალითად, არასწორადაა მითითებული სქესი, ავიაკომპანია უბრალოდ შენიშვნას აკეთებს თქვენს ჯავშანზე, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები რეგისტრაციის დროს. ამიტომ, თუნდაც მცირე შეცდომის შემთხვევაში, უმჯობესია  კომპანიას შეატყობინოთ.

თუ თქვენს ბილეთში უფრო სერიოზული შეცდომაა დაშვებული, შემდგომი ქმედებების დაზუსტების მიზნით გირჩევთ  ავიაკომპანიის ქოლ-ცენტს დაუკავშირდეთ.

British Airways

ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ბილეთებში დაშვებული შეცდომების უმეტესობის გასასწორებლად საკმარისია ბრიტანეთის ავიახაზების ქოლ-ცენტრს დაუკავშირდეთ (+38 044 585 50 50, ორშაბათი-პარასკევი – 09:30-დან 13:00 საათამდე და 14:00-დან 17:00 საათამდე, ან +38 0800 609327, ორშაბათი-პარასკევი – 09:00-დან 18:00 საათამდე). კომპანია არანაირ ზედმეტ გადასახადს არ ითხოვს,  მაგრამ მზად იყავით, რომ თქვენი სწორი მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტის სკანირებული ასლის გაგზავნას მოგთხოვენ. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ზემოთ მითითებულ ნომერზე.

უფრო მეტიც, ავიაკომპანია საშუალებას გაძლევთ გააუქმოთ ჯავშანი და თანხა დაიბრუნოთ გადახდიდან 24 საათის განმავლობაში, იმ პირობით, თუ ჯავშანი პირდაპირ  British Airways ვებ-გვერდიდან გააფორმეთ.

Air France

Air France  ბილეთში მითითებული მგზავრის სახელში ან გვარში სამი უმნიშვნელო შეცდომის დაშვების უფლებას იძლევა, თუ ეს მნიშნველოვნად არ ამახინჯებს ან ცვლის მის სახელს.

თუ ბილეთი პირდაპირ გადამზიდავ კომპანიასთან შეიძინეთ და შეცდომა აღმოაჩინეთ,  კონსულტაციისთვის ქოლ-ცენტრს ან აეროპორტში კომპანიის წარმომადგენელს  დაუკავშირდით. ბილეთების დაბრუნების შესახებ კითხვების შემთხვევაში დარეკეთ +38 089 323 98 44 ან +33 (0) 1 70 48 5320 (თუ საზღვარგარეთიდან რეკავთ) (ორშაბათი-პარასკევი: 8:00-20:00 სთ., შაბათი-კვირა: 9:00-17:30 სთ.). Air France-ის ქოლ-ცენტრის ოპერატორები მგზავრებს ემსახურებიან რუსულ, ინგლისურ, უკრაინულ ენებზე.

EasyJet

ავიაკომპანია ლოიალურადაა განწყობილი ბილეთში დაშვებული სახელის ან გვარის შეცდომების/ბეჭდვითი შეცდომების მიმართ, თუ ეს შეცდომები კარდინალურად არ ცვლის სახელს და დაშვებულია არა უმეტეს სამი ასეთი შეცდომისა. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უფასოდ ონლაინ შეასწოროთ კომპანიის ვებ-გვერდზე ან ქოლ-ცენტრს მიმართოთ.

მაგრამ თუ შეცდომა უფრო სერიოზულია, შესწორებისთვის დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ. თუ ცვლილებები გამგზავრებამდე 60 და მეტი დღით ადრე შეგაქვთ – £20 (ონლაინ)/ £25 (ქოლ-ცენტრის მეშვეობით); თუ 60 დღეზე ნაკლებით – £47 (ონლაინ)/ £52 (ქოლ-ცენტრის მეშვეობით).

აეროფლოტი

კომპანია მგზავრის სახელში/გვარში დაშვებული უმნიშვნელო შეცდომების არსებობის უფლებას იძლევა. თუ შეცდომა არ იწვევს მგზავრის სახელის სხვაგვარად წაკითხვას, მაშინ ბილეთის გადაწერა არ არის აუცილებელი, გარდა ფრენებისა აშშ-ში, ჩინეთში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის ქვეყნებში. ამასთან,  შესწორების განსახორციელებლად ამის შესახებ ავიაკომპანიის თანამშრომელს უნდა აცნობოთ რეგისტრაციის დროს.

ერთადერთი გაურკვეველი პუნქტია ის, რომ გადამზიდავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არ არის მითითებული კონკრეტული სანქციები ბილეთში უხეში შეცდომების არსებობის/შესწორების შემთხვევაში. პასპორტის მონაცემების შესაცვლელად შეგიძლიათ  სპეციალური ფორმა გამოიყენოთ.

Turkish Airlines

ტყუილუბრალოდ როდია კომპანია Turkish Airlines  მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ავიაკომპანია – ისინი შეცდომებს  საკმაოდ ლოიალურად განიხილავენ. ისინი არ აჯარიმებენ და თუ მხოლოდ სამი შეცდომაა დაშვებული და ეს სახელის/გვარის ბგერადობას არ ცვლის, არ უნდა ინერვიულოთ. იგივე ეხება ბილეთში სახელისა და გვარის ადგილების შეცვლას.

უფრო უხეში შეცდომის დროს, სახელის და გვარის ჩასწორება უბრალოდ გამორიცხულია. ბილეთის დასაბრუნებლად უნდა მიმართოთ იმ კომპანიას სადაც შეიძინეთ ავიაბილეთი

თურქეთის ავიახაზები

Austrian Airlines

თუ თქვენს ბილეთში 3 შეცდომამდეა დაშვებული, რომლებიც არ ცვლიან სახელის/გვარის ბგერადობას, არ იდარდოთ: რეისზე დაგიშვებენ. გარდა ამისა, არაფერი აქვთ სანერვიულო მათ, ვისაც სახელის/გვარის ადგილები აერიათ, თუმცა ეს მხოლოდ ევროპის ფრენებს ეხება.

თუ შეცდომები სერიოზულია ან სახელი/გვარი არეულია, ცვლილებების შეტანა  ბილეთის შეძენის ადგილზე ხდება.

Atlasglobal

თურქეთის „ლოუკოსტ“ კომპანია ასევე მაქსიმუმ სამი შეცდომის არსებობას უშვებს მგზავრის სახელის/გვარის დაწერილობაში, თუ ეს მთლიანად არ ცვლის მათ ბგერადობას.  ფრენაზე ასევე დაიშვება ის პირები, რომლებსაც სახელის/გვარის ადგილები აქვთ არეული: თუ შეცდომა აეროპორტში აღმოაჩინეთ, მაშინ კომპანიის წარმომადგენელი მის შესწორებას რეგისტრაციის დროს შეძლებს.

და მაინც, თუ ბილეთში შეცდომა აღმოაჩინეთ,  აეროპორტში გამგზავრებამდე კომპანია გირჩევთ ქოლ-ცენტრს მიმართოთ (ტელეფონის ნომერი 0 800 505 563). ამ შემთხვევაში ისინი შეცდომის შესწორებას შეძლებენ ან შესაბამის შენიშვნებს წინასწარ შეიტანენ.

El Al Israel Airlines

ისრაელის გადამზიდავი კომპანია ბილეთებში დაშვებულ შეცდომებს საკმაოდ მოთმინებით ეკიდება. აქაც ისევეა, როგორც ყველგან: არა უმეტეს სამი შეცდომისა, იმ პირობით, რომ ისინი არ ცვლიან თქვენი სახელის/ გვარის ბგერადობას. ხოლო თუ მათი ადგილები აგერიათ, უბრალოდ უნდა მიუთითოთ სახელი გვარის ნაცვლად ვებ-გვერდზე ონლაინ-  რეგისტრაციის დროს.

თუ მგზავრმა ბილეთში შეცდომა შენიშნა, ავიაკომპანიის ოფისს უნდა დაუკავშირდეს (ტელეფონი +38 044 230 69 93) იმისათვის, რომ ჯავშანში მგზავრის სწორი საიდენტიფიკაციო მონაცემები იქნეს შეტანილი.

წყარო: aviabiletebi.org