ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს აეროპორტებში ყველაზე მეტი რეისი თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა განახორციელა, რაც თავის მხრივ ბუნერივიცაა, რადგაც საქართველოსთვის სტამბოლის ორივე აეროპორტი ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტული ჰაბია, საიდანაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და პირიქით, ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ზოგჯერ უფრო იაფიც კი, ვიდრე სხვა ტრანზიტული თუ პირდაპირი მიმართულება.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული რეისებით TOP-5 ავიაკომპანიაში მოხვდნენ შემდეგი კომპანიები:
1) Turkish Airlines – 317 რეისი;
2) Georgian Airways – 294 რეისი;
3) Fly Dubai – 225 რეისი;
4) Pegasus Airlines – 210 რეისი;
5) Belavia – 141 რეისი;
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ივლისი, ივლისი, აგვისტოს პერიოდში ყველაზე მეტი ფრენა ბელორუსულმა ავიაგადამიზადვმა Belavia-მ და უკრაინულმა SkyUp Airlines-მა განახორციელეს.
TAV Georgia-ს სტატისტიკური მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში (ივნისი, ივლისი, აგვისტო) ყველაზე მეტი რეისი შემდეგმა ხუთმა ავიაკომპანიამ განახორციელა:
1) Belavia -213 რეისი;
2) SkyUp Airlines – 199 რეისი;
3) Flynas – 112 რეისი;
4) Yanair – 94 რეისი;
5) ISRAIR – 83 რეისი;