შარჯას საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრებს ახალი, ინოვაციური სერვისი – Home Check-In შესთავაზა. ეს მომსახურება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, გაიარონ რეგისტრაცია და ჩააბარონ ბარგი აეროპორტის ტერმინალში მისვლის გარეშე, უშუალოდ საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ან სასტუმროში.

როგორ მუშაობს Home Check-In:

სპეციალური გუნდი ჩადის მითითებულ მისამართზე, აფორმებს საჭირო დოკუმენტაციას და იბარებს ბარგს. მგზავრს აეროპორტში მხოლოდ პასპორტის კონტროლის გავლა რჩება.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ფრენის გამგზავრებამდე მინიმუმ რვა საათით ადრე.

მომსახურების ფასი იწყება 145-დან 185 დირჰამამდე (დაახლოებით $39.5–$50.4 აშშ დოლარი).

ბარგის ყოველი დამატებითი ადგილი ეღირება 20 დირჰამი (დაახლოებით $5.4 აშშ დოლარი).

გამოძახების სერვისის შეკვეთა შესაძლებელია აეროპორტის ვებგვერდის, ტელეფონის ან სპეციალური მობილური აპლიკაციის – SHJ Home Check-In-ის მეშვეობით.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს მგზავრობის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და აეროპორტში დახარჯული დროის შემცირებას.