შანხაიში, პუდონგის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების დასრულება 2028 წელს იგეგმება.
ახალი ობიექტით, აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 50 მილიონი მგზავრით გაიზრდება. დღეს აეროპორტი წელიწადში 80 მილიონ მგზავრს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Shanghai Airport Group-ი ავრცელებს.
Shanghai Airport Group-ში განმარტეს, რომ შანხაის აეროპორტის გაფართოება, რომელიც ჩინეთში ყველაზე დატვირთულ აეროპორტად მიიჩნევა, 2022 წლის იანვარში დაიწყო. გაფართოების მიმდინარე ეტაპი უკვე მეოთხეა.