შანხაის პუდონგისა და ჰონგკიაოს აეროპორტებმა მგზავრების შემოწმების სისტემა გაამარტივეს, რამაც ტერმინალების შესასვლელთან უსაფრთხოების კონტროლი გააუქმა. ამიერიდან, მეტალოდეტექტორები და რენტგენის სკანერები შესასვლელში აღარ გამოიყენება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს და გაამარტივებს პროცედურებს.
უსაფრთხოების შემოწმების პროცესი ახლა ერთ ეტაპად ტარდება. ერთადერთი შემოწმება, რომელიც ტერმინალის შესასვლელში დარჩა, ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტროლია. შემოწმების ძირითადი ეტაპი ავიაკომპანიების რეგისტრაციის პუნქტებთან იწყება და ასვლამდე გრძელდება.
ეს ცვლილება შანხაის ხელისუფლების მიერ დაწყებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამარტივების ნაწილია. მსგავსი სისტემა 2024 წლიდან უკვე დაინერგა შანხაის რკინიგზის სადგურებშიც, რაც მგზავრებს მეტროს ხაზებზე დამატებითი შემოწმების გარეშე გადასვლის საშუალებას აძლევს.












