Korean Air-მა ჩარტერული რეისები სეული-თბილისი-სეული 30 მაისიდან განაახლა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ 187 მგზავრს საზეიმო ვითარებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდნენ.

30 მაისიდან 12 ივლისის ჩათვლით ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ჩარტერულ რეისს შეასრულებს. პირველი ჩარტერული რეისი Korean Air-ის პირველი ჩარტერი შარშან მაისში შეასრულდა.

სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 1962 წელსა დაფუძნებული.  50 ქვეყანაში, 114 მიმართულებით დაფრინავს.