2022 წლის სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცის 33,28%-ით მეტი გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, სექტემბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 17 110-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 125,58%-ით მეტია 2021 წლის სექტემბრის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 230,56%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს საჰაერო სივრცეში 7 585 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 5 176 გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის სექტემბერი) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 12 838-ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.