2023 წლის სექტემბერში ევროკავშირში 605 806 ფრენა შესრულდა. Eurostat-ის მონაცემებით, ეს 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 7.9%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის სექტემბერზე 8.9%-ით ნაკლები. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდებოდა ივნისი-აგვისტოს პერიოდშიც.
მიმდინარე წლის სექტემბერში, 2019-თან შედარებით, ყველაზე პოზიტიური ტენდენცია საბერძნეთში (+10.9%), პორტუგალიასა (+9.0%) და კვიპროსზე (+5.9%) დაფიქსირდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა კი ლატვიაში (30.4%), ფინეთსა (-30.2%) და ესტონეთში (-25.4%).