ერთ წელიწადში ავიაბილეთები 37%-ით გაძვირდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის სექტემბერში 2023 წლის სექტემბერთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 36,69%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ავიაბილეთები 4.20%-ით გაიაფდა.