ნიდერლანდების მთავარი აეროპორტი Schiphol-ი უსაფრთხოების პერსონალის ნაკლებობის გამო მგზავრთნაკადზე დამატებით შეზღუდვას აწესებს, ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე.
„შედეგად, Schiphol-ი იძულებულია შეამციროს გამგზავრების მაქსიმალური რაოდენობა დღეში საშუალოდ 18%-ით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მგზავრთა გადაადგილების შეზღუდვა ძალაში იქნება მინიმუმ 31 ოქტომბრამდე, ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე. ადრე, დღეში გამგზავრების მაქსიმალური რაოდენობა სექტემბერში 67,5 ათასი და ოქტომბერში 69,5 ათასი უნდა ყოფილიყო, ახლა კი შესაბამისად 54,5 და 57 ათასამდე დაეცემა.
გასულ ორშაბათს და სამშაბათს აეროპორტში უზარმაზარი რიგები შეიქმნა. ზოგიერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ რიგში დგას ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. აეროპორტს კი მოუწია ავიაკომპანიებისთვის ეთხოვა 16:00-დან 23:00 საათამდე ფრენების გაუქმება, რათა მგზავრთა გადაადგილება განეტვირთა. ამ დროს 80 თვითმფრინავი არ აფრინდა, 650 რესი გადაიდო, წერს NL Times.
წინა დღეს გახდა ცნობილი, რომ აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორი დიკ ბენშოპი თანამდებობიდან გადადგა. ის თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ მისი მემკვიდრე არ დაიკავებს თანამდებობას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აეროპორტი იძულებულია მიმართოს მსგავს ღონისძიებას. Schiphol-მა გააუქმა ასობით ფრენა ამ ზაფხულს პერსონალის დეფიციტის გამო.