ზაფხულში ყაზახური ავიაკომპანია SCAT ასტანასა და ბათუმს შორის ფრენებს განაახლებს. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ინფორმაციით, 8 ივნისიდან SCAT გეგმავს ფრენების აღდგენას ასტანა-ბათუმი-ასტანას საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით. ფრენები განხორციელდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს Boeing 737 თვითმფრინავით. ასევე მოსალოდნელია, რომ ივლისიდან. სიხშირეების რაოდენობა კვირაში სამამდე გაიზარდოს.
რეგულარული ფრენების დაწყება ხელს შეუწყობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურული და ბიზნეს თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
„ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი ყაზახურ და უცხოურ ავიაკომპანიებთან ერთად მუდმივად მუშაობს საერთაშორისო ფრენების რაოდენობის გაზრდაზე“, – აცხადებენ კომიტეტში.