2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია “SCAT” ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს.
ნურ-სულთანი – ბათუმი – ნურ-სულთანის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 7 ივნისიდან 25 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველი სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ფრენები Boeing 737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ყაზახურ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 21 მაისს მიენიჭა.
“SCAT” საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულად 2006 წლიდან ოპერირებს. გასულ წლებში, ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით რეისებს აქტაუდან ასრულებდა.