საქართველო 67 ქვეყნისთვის საზღვრებს ხსნის. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ეპიდმდგომარეობის გათვალისიწნებით შეზღუდვები იყო დაწესებული.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან, საქართველოს საზღვარზე, ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით მხოლოდ, შეძლებს იმ შემთხვევაშიც შემოსვლას, თუ მას ექნება PCR ტესტი.
“შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ერთი არის ვაქცინაცია, მეორე იქნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინირებულები, უპირველეს ყოვლისა და თუ არც ერთი და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8 დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი ეხსნება ასევე მე-3 დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომელიც საჭირო იყო ზემოთხსენებული 67 ქვეყნიდან თუ არ შემოდიოდა პიროვნება იმისთვის, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მიცემოდა, ეს არის ე.წ. ბიზნესაპლიკაცია, ეს არის „იმუშავე საქართველოდან” და არის სტუდენტური აპლიკაცია, ასევე.