დუბაი საზაფხულო დასვენებისა და საინტერესო თავგადასავლებისთვის მრავალფეროვან ვარიანტებს გთავაზობთ. ფასდაკლებები ვრცელდება ატრაქციონებზე, სასტუმროებსა თუ სხვადასხვა სერვისზე.
საჰაერო ბურთით ფრენა
საჰაერო ბურთით პალმა ჯუმეირაზე გასეირნება დაუვიწყარი გამოცდილებაა. 25%-იანი ფასდაკლების პრომო კოდია RESIDENT, ხოლო 11 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ უფასოდ იფრინონ პრომო კოდის KIDSFLYFREE გამოყენებით. ფრენის განრიგი: დილის 6-დან 11 საათამდე და საღამოს 6-დან შუაღამემდე.
სასტუმროების საოჯახო შეთავაზებები
პროგრამის „ბავშვებისთვის უფასოა“ (Kids Go Free) ფარგლებში, ზაფხულის სეზონზე დუბაის უამრავი სასტუმრო სპეციალურ ოჯახურ დასვენებას, მათ შორის სასტუმროში განთავსებას, კვებასა და გართობას უფასოდ სთავაზობს 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. აქციაში მონაწილეობენ შემდეგი სასტუმროები: NH Collection Dubai, The Palm, Paramount Hotel Dubai, Rove Dubai Marina, Address Downtown, Kempinski Hotel Mall of the Emirates და სხვ.
გოლფის დამატებითი საათი
გოლფის მოყვარულებს Topgolf Dubai-ში შეუძლიათ გაიხანგრძლივონ თამაში FREE60 კოდის გამოყენებით. ეს კოდი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 3 საათამდე ჯავშნებზე სტუმრებს დამატებით უფასო სათამაშო დროს აძლევს,
სამსართულიანი ტოპგოლფის კომპლექსი 5,5 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობს ფარავს და Emirates Golf Club-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. აქ ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებაა შესაძლებელი. სტუმრების განკარგულებაშია გოლფის 96 ინტერაქტიური მოედანი, ტემპერატურის კონტროლით. გარდა სასწავლო ზონებისა, ვიზიტორებს აქვთ წვდომა სამ რესტორანზე, რამდენიმე მაღაზიაზე, სამ VIP ლუქსისა და მინი გოლფის მოედანზე. სპორტული ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციისთვის კომპლექსი დიდი ეკრანებითაა აღჭურვილი. სახურავის ტერასიდან დუბაის მარინას განსაცვიფრებელი ხედები მოჩანს.
საოჯახო გასართობები და ატრაქციონები
ბავშვიან ოჯახებს შეუძლიათ მშვიდად დაგეგმონ საზაფხულო დასვენება დუბაიში: გასართობი პარკები, მრავალფეროვანი ატრაქციონები, პლაჟები და საამიროს ბუნება უმცროს მოგზაურებს დაუვიწყარ ემოციებს აჩუქებს. მაგალითად, OliOli, ბავშვთა ინტერაქტიური მუზეუმია, დასახელება ჰავაიური სიტყვიდან მოდის, რაც „სიხარულს“ ნიშნავს. მუზეუმს რვა ინტერაქტიური გალერეა აქვს ორიდან თერთმეტ წლამდე ბავშვებისთვის. აქ ბავშვებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ათეულობით სხვადასხვა აქტივობაში. გალერეების იმერსიული სენსორული სივრცის განვითარებაში წამყვანი ინსტრუქტორები, ფსიქოლოგები, მხატვრები და ინჟინრები არიან ჩართულნი. მუზეუმს სულ 45 ინტერაქტიური სივრცე აქვს.
ბოლივუდური ღამეები როჰინში
სასტუმრო Rohini “ბოლივუდის ღამეებს” ყოველ ოთხშაბათს მასპინძლობს. სტუმრებს შეუძლიათ ინდურ კინოს უყურონ და ულიმიტო სასმელებით 99 AED-ად ისიამოვნონ. ღონისძიება 21:00 საათიდან შუაღამემდე გაგრძელდება.
აპერიტივი ევგენი ევგენში
პარიზული გემოს შეგრძნება Eugène Eugène-შია შესაძლებელი L’Aperitif d’Eugène მენიუს საშუალებით. 110AED სტუმრებს ორი კოქტეილითა და გურმანული კერძებით გაუმასპინძლდებიან. ეს შეთავაზება ყოველდღე, 16:00 საათიდან 19:00 საათამდეა ხელმისაწვდომი.
შუა კვირაში სრული სპა დასვენება
Address Downtown-ის სპა-ცენტრში სხეულის 60-წუთიანი მასაჟი სულ რაღაც 450 AED ღირს. შეთავაზება ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მოქმედებს. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ ორთქლის ოთახს სრული რელაქსაციისა და გაახალგაზრდავებისთვის.
მწვანე პლანეტა
ტროპიკული სათბური ბავშვებსა და მოზარდებს ტროპიკული ტყის ბუნებრივ ეკოსისტემას, მის გასაოცარ ფლორასა და ფაუნას გააცნობს. პარკში შეგიძლიათ შეხვდეთ მოხერხებულ ლემურებს, ტუკანებს გიგანტური წვერით, ზარმაცებს, თუთიყუშებს, კაკადუებს, სხვადასხვა სახის ქვეწარმავლებსა და მწერებს. ეგზოტიკურ მცენარეებს შორის გასეირნებისას მიღებული არაორდინალური გამოცდილება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია.
IMG Worlds of Adventure
დახურული თემატური პარკი – თავგადასავლების სამყარო IMG დაუსრულებელ თავგადასავალს გთავაზობთ. ოჯახის ყველა წევრს შეუძლია ცოცხალი გართობით ისიამოვნოს, საყვარელ სუპერგმირებს შეხვდეს (რკინის კაცი, სუპერძლიერი გოგონები და სხვები) და სხვადასხვა ატრაქციონით გაერთოს, როგორიცაა Haunted Hotel და Thor Thunder Spin.
დუბაის საზაფხულო სიურპრიზების შოპინგ ფესტივალი
28 ივნისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, დუბაის სტუმრებისა და მაცხოვრებლებისთვის ზაფხულის შოპინგის ფესტივალი იმართება უამრავი ფასდაკლებით, ლატარიებითა და ძვირფასი პრიზებით. ეს დიდი ხნის ნანატრი ღონისძიებაა შოპაჰოლიკების ოცნებაა. სპეციალური შეთავაზებები არა მხოლოდ მაღაზიებში, არამედ სასტუმროებსა და კულტურულ ღონისძიებებზეც ვრცელდება. ფესტივალზე მთელი ოჯახისთვისაა გასართობი, სტუმრები ასევე ისიამოვნებენ ცოცხალი წარმოდგენებით და თვალწარმტაცი შოუებით.
დუბაიში ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტის პატრონი იპოვის სათავისო გასართობს. უახლესი შეთავაზებების შესახებ მეტის ინფორმაციისთვის და დუბაიში ზაფხულის სრულყოფილად დასაგეგმად, ეწვიეთ თქვენს მიერ არჩეული სასტუმროებისა და კომპანიების ვებგვერდებს, ასევე, visitdubai.com-ს.
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს დუბაის მთავრობის მხარდაჭერა გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში საამიროს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას ხელშეწყობა. DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.
DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას, დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას, დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, დუბაის საინვესტიციო