სავაჭრო პალატის ავიაციის კომიტეტმა 60-მდე წევრ კომპანიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მოლოდინაშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე. 

შეხვედრისას, ავიაციის სფეროსთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივები განიხილეს. 

კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით საავიაციო პერსონალის პრიორიტეტული ვაქცინაციისა და ევროკავშირის მიმართულებით, მათ შორის ტრანზიტულ ავიარეისებზე მგზავრთა დოკუმენტაციის შემოწმების პროცედურების გადახედვის თაობაზე. 

შეხვედრაზე, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს საქართველოს საავიაციო სფეროს სტრატეგიისა და პანდემიის მსგავს ვითარებაში სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე და ამ პროცესში ორივე მხარის აქტიურ ჩართულობაზე. 

ასევე,  კომიტეტმა   საქართველოს საავიაციო ასოციაციის ჩამოყალიბება დაანონსა, რაზეც   საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა  მხარდაჭერა გამოთქვეს.